ახალი ამბები

ყვარელში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან ახლოს ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარის გამო, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.