ახალი ამბები

კლასიკური მუსიკის ფესტივალი წინანდალში 8-დან 19 სექტემბრს გაიმართება

წინანდალში ჭავჭავაძეების მამულში კლასიკური მუსიკის ფესტივალი წელს 8-დან 19 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი წელს კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესო პროგრამით ბრუნდება. მაყურებლის წინაშე მსოფლიოში აღიარებული 24 არტისტი წარსდგება 33 დაუვიწყარი კონცერტით!

2021 წლის წინანდლის ფესტივალის მუსიკოსების სია: ლიზა ბათიაშვილი, ელენა ბაშკიროვა, იეფიმ ბრონფმანი, მარკ ბუჩკოვი, მატიას გოერნე, ბლითე ენგსტროემი, ქრისტოფ ეშენბახი, სტატის კარაპანოსი, ჯანანდრეა ნოზედა, მიხაილ პლეტნიოვი, ალექსანდრ რამი, სერგეი რედკინი, ვადიმ რეპინი, ფაზილ საი, ამანდა ფორსაიტი, მაო ფუჯიტა, თომას ქუასტჰოფი და ბენდი, ლაჰავ შანი, სერ ანდრას შიფი, პინკას ცუკერმანი და თომას ჰამფსონი.

კონცერტები ღია ცის ქვეშ, ამფითეატრში ჩატარდება ქვეყანაში დადგენილი ყველა რეგულაციის გათვალისწინებით. ფესტივალის პროგრამა და ბილეთების შესახებ ინფორმაცია კი დაანონსდება.

ფესტივალის დამფუძნებელია კომპანია Silk Road Group.