,,ჭიაკოკონობის” რიტუალის აღნიშვნისას ნარჩენების დაწვა 500- 1500-მდე ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის” ტრადიციული რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია.
უწყების განცხადებით, ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები, რომლებიც არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. საფრთხე ექმნება ტრადიცული რიტუალის მონაწილე მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას.
,, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას, ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 24 საათიან პატრულირებასთან ერთად, ცხელ ხაზზე – 153 შემოსულ შეტყობინებებზეც განახორციელებენ რეაგირებას და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებენ, რაც 500- 1500 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს”,-აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.