ბოლო ერთ თვეში საწვავი 19 თეთრით გაძვირდა
საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეგულარის ფასი – 19 თეთრით, პრემიუმის ფასი – 13 თეთრით, დიზელი კი 8 თეთრით გაძვირდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტის ვანო მთვრალაშვილის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე ნავთობის წარმოება მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
„როდესაც საერთაშორისო ფასებზე ვსაუბრობთ, ისინი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად არ აისახება. შესაძლოა, საწვავის ფასი ბოლო პერიოდში სტაბილური ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ლარის გაუფასურების გამო, ვხედავთ რომ ფასები გაზრდილია.
ზოგადად, პანდემიიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე ნავთობის წარმოება მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეზღუდულია. დღეს გაცილებით პრობლემურია პროდუქციის გაყიდვა და მიმაჩნია, რომ რუსეთი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ის ნავთობის მწარმოებელია და საერთაშორისო ფასის შესაბამისად ყიდის პროდუქტს. ნაკლებად სარწმუნოდ მიმაჩნია რუსეთმა ექსპორტი გააჩეროს, თუ გარკვეული ტექნიკური პრობლემები არ იქნება “,- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა .