საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში მზის ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება
კახეთში, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მზის ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება.
bm.ge–ის ინფორმაციით საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მზის ელექტროსადგურის 3 პროექტზე მუშაობს. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ იგეგმება 5-, 25- და 50-მეგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობა და სამივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება.
“მზის ელექტროსადგურების ოპერირება 2022 წლის ბოლოსკენ დაიწყება. როგორც გორის ქართლის ელექტროსადგურის შემთხვევაში მოხდა, ახლაც იგივე სტრატეგიით მივდივართ. პროექტს ენერგეტიკის განვითარების ფონდი განახორციელებს და შემდეგ მისი გასხვისება მოხდება ”,- განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, პირველი ელექტროსადგურის პროექტი საგარეჯოს რაიონში – უდაბნოში განხორციელდება. მასში ჩადებული ინვესტიცია 3-3.5 მილიონი დოლარი იქნება.