კახეთში კორონავირუსით 124-ე პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით 124-ე პაციენტი გარდაიცვალა.
74 წლის ქალი მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს რეგიონში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მონაცემები 12 946-მდე გაიზარდა.
სპეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 135 კონტაქტი უკვე მოიძიეს.
ბოლო ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში 954 პირი იმყოფება.