ახმეტაში მამაკაცი დაჭრეს
ახმეტაში 38 წლის კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული, ხოლო თავშის არეში აღენიშნება მსუბუქი დაზიანება.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილს კონფლიქტი აქვს კრიმინალური წარსულის მქონე ადგილობრივებთან. ახლობლები ვარაუდობენ, რომ დაზარალებულს მათთან დღეს მორიგი დაპირისპირება მოუვიდა, რომელიც დაჭრით დასრულდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.