სოფელ ვანთის საბავშვო ბაღმა მუშაობა შეაჩერა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი შეაჩერა.
კორონავირუსი ბაღის ორ აღსაზრდელს და მათ მშობელს დაუდასტურდა.
სპეციალისტების რეკომენდაციით, ერთი ოჯახის სამი წევრი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ ვირუსი დღეს გამოუვლინდათ, რის გამო ბაგა- ბაღების გაერთიანებამ ვანთის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 12 დღით შეაჩერა.