სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
მას დაზიანებები მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი პირი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
სოფელში ვარაუდობენ,რომ დაჭრის ფაქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება, თუმცა ამ ეტაპზე დაპირისპირების რეალური მიზეზი ცნობილი არ არის.
ადგილზე პოლიცია მუშაობს და ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებს.