კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში პატარძეულსა და მანავში, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული წაბლის, წიფელის, რცხილასა და ნეკერჩხლის სახეობის 12 მ3-მდე ხე-ტყის ტრანსპორტირებას.
მათივე ინფორმაციით, ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის მიმდებარე ტყის ფონდში, ასევე ჭიაურის სატყეოსა და შპს “ფაუნას” ტერიტორიაზე, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს და დაამზადეს ჭადრის, მუხისა და კაკლის სახეობის 6 მ3-მდე პირველი ხარისხის ხე-ტყე, რომელიც მათ საჭაპნე საშუალებებით უკანონოდ გადაჰქონდათ.
5 სამართალდამრღვევის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 2 ფაქტი კი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს (გარემოსთვის მიყენებული მოცულობითი ზიანის გამო) და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.