ახტალის პარკში განახლებული მობილური სამედიცინო კლინიკა გახსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ და გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, „ოფთალმიჯი“ მობილური კლინიკის გამოყენებით, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინეული კატარაქტის ოპერაციებს ადგილობრივად ჩაატარებს და ამასთან, გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდი დააფინანსებს ოპერაციის ნარჩენი ღირებულების 50%-ს, ხოლო პაციენტებს უსასყიდლოდ მიაწვდის ოპერაციის შემდგომი პერიოდის მედიკამენტებს. მემორანდუმის ფარგლებში ასევე გურჯაანში, ახტალის პარკში განახლებული მობილური კლინიკა გაიხსნა.
როგორც „ოფთალმიჯში“ აცხადებენ, მოძრავი საოპერაციო-სადიაგნოსტიკო ბლოკი შეიქმნა 2000 წელს და დღემდე ერთადერთია ქვეყანაში.
,,20 წლის მანძილზე მობილურმა კლინიკამ რამდენჯერმე მოიარა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი, ჩატარდა ათი ათასობით ოფთალმოლოგიური ოპერაცია და პაციენტს აღარ უხდება თავისი საცხოვრებლი ადგილიდან შორს წასვლა, მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიური მომსახურების მისაღებად. 1 წლის განმავლობაში, მობილური კლინიკის გამოყენებით კახეთის რეგიონში ჩატარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული კატარაქტის ოპერაციები.
ასევე, გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდი დააფინანსებს ჩატარებული ოპერაციის ნარჩენ ღირებულებას 50%-ის ოდენობით და ამასთანავე, პაციენტებს უსასყიდლოდ გადასცემს ოპერაციის შემდგომი პერიოდის მედიკამენტებს”,- აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.