ჟოლოვანი- ახალგაზრდა წყვილის ჟოლოს წარმოება ლაგოდეხიდან
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში ახალგაზრდა წყვილმა ჟოლოს წარმოება დაიწყო.
მათი თქმით, თბილისიდან სოფელში სამი წლის წინ ჩავიდნენ და საკუთარი ფინანსებით 1 ჰა მიწის ფართობზე მეურნეობა გააშენეს, რომელიც ჟოლოს, ქლიავის ბაღებს, ვენახსა და მარწყვს აერთიანებს.
როგორც ფერმერი მარიამ უზნაძე bm.ge-სთან აცხადებს, ამ ეტაპზე ძირითად აქცენტს ჟოლოზე აკეთებენ, ამიტომაც მეურნეობასაც „ჟოლოვანით“ მოიხსენიებენ.
„ვფიქრობთ, რაოდენობისა და შემოსავლიანობის მხრივ ჟოლო ყველაზე კარგი კულტურაა; ამჟამად ჟოლოს სამი ჯიში – „კაროლინა“, „ჟოზეფინა“ და „ბრილიანტი“ მოგვყავს. მათი ტრანსპორტირება პრობლემური არაა, ინარჩუნებენ საბაზრო ფასს და გამოირჩევიან გემოვნური თვისებებით. მიწის სამუშაობს თავად ვასრულებთ, მხოლოდ მოსავლის აღებისას გვჭირდება დამხმარე პერსონალი. წელს 5 000 – 10 000 კილოგრამამდე ჟოლოს მოსავალს ველოდებით, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გავყიდით“, – ამბობს ფერმერი.
ახალგაზრდა სტარტაპერები სამომავლოდ გააქტიურებას აგრტურიზმის მიმართულებითაც გეგმავენ. ისინი ეკოკოტეჯების აშენებას და ტურების ორგანზებას და ქვევრის ღვინის წარმოებას გეგმავენ. მათი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.