შესაძლებელია კორონავირუსი სეზონური გრიპივით გახდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსზე აცრა შეიძება სეზონური გრიპის მსგავსად ყოველწლიურად გახდეს საჭირო.
„ უკვე გამოჩნდა შრომები, თუ რამდენხნიანი ეფექტი აქვს იგივე „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, ჩინურ, რუსულ ვაქცინებს და ა.შ. ამ ტიპის დაკვირვებები ჯერ ძალიან ცოტაა, თუმცა „ფაიზერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საჭირო იქნება ე.წ. ბუსტერ დოზები, 6-12 თვის განმავლობაში.
ეს ყველაფერი მიდის იქით, რომ შესაძლებელია კორონა გახდეს ე.წ. სეზონური ვირუსივით. იმ გრიპის მსგავსი, როცა ყოველ წელს საჭიროა ერთი ინექციის გაკეთება. ამ საკითხზე კომპანიები და სამეცნიერო საზოგადოება მუშაობს და დღეს ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არის. ამასთან, თუ დღეს ორჯერადად ხართ აცრილი „ასტრაზენეკათი“ 6-8 თვის შემდეგ შეგიძლიათ სხვა ვაქცინით აიცრათ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.