ახალი ამბები

კახეთის რეგიონში მასწავლებელთა აღიარების კონკურსი პირველად ჩატარდება

კახეთის რეგიონში წელს პირველად ჩატარდება.  განათლების ფსიქოლოგიის სფეროში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მასწავლებლის მოტივაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებში.

მასწავლებელთა ძალისხმევის აღიარება ეხმარება მათ მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებაში. როდესაც საზოგადოება საჯაროდ გამოხატავს მასწავლებლებისადმი პატივისცემას, ისინი გრძნობენ დაფასებას, რაც ზრდის მათ მოტივაციას. წარმატებული საქმიანობის აღიარებით იზრდება საზოგადოების ნდობა  სკოლის საქმიანობის მიმართ.

, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, ტარდება რეგიონულ კონკურსები მასწავლებლების განსაკუთრებული მიღწევების გამოსავლენად. ამ ღონისძიების მიზანია მასწავლებლების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ სწავლების ეფექტური პრაქტიკის დანერგვას, მათი საქმიანობის  სტიმულირებას და მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. ინოვაციური რეფორმებისადმი მასწავლებელთა ნდობის განმტკიცებასა და მოტივაციის ამაღლებას.

მასწავლებლების დაჯილდოების კატეგორიებია:

  1. საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) სწავლებაში
  2. საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში
  3. საუკეთესო დამწყები მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენა და ლიტერატურა) სწავლებაში
  4. საუკეთესო დამწყები მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში

 ინდიკატორები, რომლითაც შეფასდება კონკურსანტი:

  • მზაობის გამოხატვა ახალი სასწავლო მეთოდების ასათვისებლად
  • შემოქმედებითობისა და ინოვაციების გამოყენება კითხვის ან მათემატიკის სწავლებაში
  • კოლეგებთან თანამშრომლობა

 „ეს არის საუკეთესო მაგალითი, როგორ უნდა ჩაერთოს საზოგადოება, კერძო სექტორი განათლების სფეროს დაფინანსებაში, რომ აღიარებული და დაფასებული იყო რეგიონში მოღვაწე მასწავლებლების საქმიანობა“, –  ამბობს ნენსი პარქსი, USAID საბაზისო პროგრამის ხელმძღვანელი.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მაწავლებელთა მხარდაჭერას, მათ წარმოჩენასა და საზოგადოებისთვის მათ გაცნობას. ჩვენი საქმიანობა მიმართულია სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ; სასკოლო საზოგადოებაში იმგვარი კომპეტენციებისა და უნარების განვითარებისკენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სკოლებს დაეხმარება, სასწავლო პროცესი უფრო ხარისხიანი და საინტერესო გახდეს“, – თქვა ზურაბ კერვალიშვილმა, ფონდის დირექტორმა.

განათლების სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური გამარჯვებულ პედაგოგებს მაისში გამოავლენს.