ახმეტაში ერთდროულად ორი მაღაზია გაქურდეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ერთდროულად ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ზემო ალვანის ცენტრში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან, წაღებულია ნავაჭრი თანხა, დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიც.
მაღაზიების მფლობელის ინფორმაციით, ორივე მაღაზიასთან განთავსებული სათვალთვალო კამერები, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გამორთეს.
სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, საიდანაც ასევე თანხაა წაღებული, სავარაუდოდ რკინის საჭრელით არის გახსნილი.
მაღაზიების ქურდობის ფაქტზე, გამოძიება სსკ 177- ე მუხლით დაიწყო.