ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, კახა ჯამბურიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისი თქმით, ის იზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს.
“დამიდასტურდა კორონავირუსი, გადავედი იზოლაციაში. კარგად ვარ და იმედია, გართულების გარეშე გადავიტან. ყველას გთხოვთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს და ატარეთ პირბადე”– ამბობს ჯამბურია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მერიასთან ერთად, ორ კვირაზე მეტია, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
მუნიციპალიტეტში დაკეტილია ოთხი საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
17 აპრილიდან ლაგოდეხში კორონავირუსზე გაფართოებული კვლევა მიმდინარეობს.
ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში უკვე 233 ინფიციტებულია.
სპეციალისტების განმარტებით, შემთხვევების უმრავლესობა ეგრეთწოდებული ბრიტანული შტამია.