კერძო სექტორი სააღდგომოდ დასვენების დღეებს თავად დაადგენს
4-11 მაისის ჩათვლით მთავრობამ დასვვენების დღეები გამოაცხადა და ეს კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით გააკეთა.
როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია ამბობს, მაისში გამოცხადებული უქმე დღეები მთავრობის გადაწყვეტილებაა და ის შრომით კოდექსში არ არის გათვალისწინებული.
მისი განმარტებით, კერძო სექტორში დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შეუძლიათ მოლაპარაკების საფუძველზე მიიღონ მუშაობა/არ მუშაობის გადაწყვეტილება.
“ ეს დასვენების დღეები გამოცხადებული არის მთავრობის მიერ, შესაბამისად ეს არ არის უქმე დღეები, რომელიც გათვალისწინებულია შრომის კოდექსით. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულები მოითხოვენ და დაისვენებენ აღნიშნულ დღეებში, მათ მოუწევთ ამ დღეების ანაზღაურება სხვა დასვენების დღეებში. შესაბამისად, როგორც იანვარში იყო, ახლაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მოლაპარაკების საფუძველზე კერძო სექტორი გააგრძელებს მუშაობას” – განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა შალვა ცხაკაიამ.