სოფელ ბუშეტის სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რენიმზე გადავიდა.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში რამდენიმე პედაგოგი და დამლაგებელი ვირუსით დაინფიცირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლის პედაგოგებისა და მოსახლეობის ფართომაშტაბიანი ტესტირება ჩატარდა.
სოფელში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ამავე სოფლის საბავშვო ბაღმა დროებით სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე დღის წინ დროებით შეაჩერა.