ახალი ამბები

ყვარელში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ყვარელი- ახალსოფლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის მესერს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, ავტომანაქანა ამოტრიალდა და მძღოლი ქვეშ მოიყოლა. დაშავებული მძღოლი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.