ლაგოდეხში 2 საჯარო სკოლისა და 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2 ახალი საჯარო სკოლისა და 4 ახალი საბავშვო ბაღის მშნებელობა აქტიურად მიმდინარეობს.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილის თქმით, სოფლებში – ჰერეთისკარი და კაბალი ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული.
,,სოფელ კაბალში 300 მოსწავლეზე, ხოლო სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესი მიმდინარე წელს დასრულდება” – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.
სოფლებში ბაისუბანში, თელასა და კართუბანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება, ხოლო სოფელ კაბალში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის საფუძველზე კომპანია „სოკარი“-ს მიერ 150 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი შენდება. საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.