დედამიწის დღესთან დაკავშირებით კახეთის მუნიციპალიტეტებში გამწვანების აქცია გაიმართა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, რვავე მუნიციპალიტეტში დასუფთავების და გამწვანების აქცია გამართა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად, აღნიშნულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.
“კახეთის რეგიონმა ზედიზედ მესამედ სუფთა რეგიონის სტატუსი დაიმსახურა. ჩვენთვის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია გარემოზე ზრუნვა და ყოველდღიურ რეჟიმში, რეგიონში დასუფთავების სამუშაოების ჩატარება”- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.