ახალი ამბები

კახეთში უამინდობა ერთი კვირა გაგრძელდება

კახეთში ცვალებადი მოღრუბლულობა და წვიმაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების თქმით, უამინდობა რეგიონში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის საათებში მაქსიმუმ 26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამის საათებში ტემპერატურის მაქსიმალური ვარდნა 7°-მდეა ნავარაუდები. ასევე მოსალოდნელია სუსტი ქარი.