კახეთში კორონავირუსით 121-ე პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით 121-ე პაციენტი გარდაიცვალა.
71 წლის ქალი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში მკურნალობდა , თუმცა თანმხლები დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
დღეს რეგიონის მასშტაბით ვირუსი 50 მოქალაქეს დაუდასტურდა და ეს მონაცემები 12 558- მდე გაიზარდა. ახალი ინფიცირებულების 71 კონტაქტი სპეციალისტებმა უკვე მოიძიეს.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 425- ია, მათ შორის 338 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 87 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.