სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებსა და საკონდიტროებს ამოწმებს
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებისა და საკონდიტროების კონტროლს ააქტიურებს.
სეს-ის ცნობით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.
„მიმდინარე წელს 578 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) განხორციელდა. სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 63 ობიექტი, მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი 20 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა. მათ განემარტათ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ უმეტესობამ უკვე საქმიანობა განაახლა. შემოწმებისას ძირითადად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გამწოვი სისტემების გაუმართაობა და ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის არქონა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.