200-ლარიანი კომპენსაციის მიღება 20 აპრილს დასრულდება
ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად სულ 203,375 განაცხადია დარეგისტრირებული.
ამასთან, მათ ელექტრონულ სისტემაში მარტის კომპენსაციებზე ახალი განცხადებების რეგისტრირების ბოლო ვადა 20 აპრილია.
“შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მარტში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 20 აპრილის ჩათვლით, რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან – https://eservices.rs.ge/Login.aspx, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.” – განაცხადეს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.