ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რეგიონებში დაგეგმილ შეხვედრებს კახეთიდან იწყებენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებენ.

15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა, დღეს კახეთში შედგება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და თელავისკენ გამოემართნენ. დაგეგმილია შეხვედრები, როგორც თელავში ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ცნობისთვის, ოპოზიცია 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია ოპოზიციურმა პარტიებმა 20 მარტს დააანონსეს და განაცხადეს, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.