ახალი ამბები

კახეთი ,,სუფთა რეგიონი- 2020″ -ის ტიტულის მფლობელი გახდა

თბილისის საკრებულოს შენობაში გამართული დაჯილდოების ცერემონიალზე „სუფთა რეგიონი-2020″ ტიტულის მფლობელად ზედიზედ მესამედ კახეთის რეგიონი დასახელდა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ სტატუსი. რეგიონში დასუფთავების სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში შესრულება პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან.
„უკვე მესამე წელია კახეთი სუფთა რეგიონის ტიტულის მფლობელი ხდება. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სტატუსი, არამედ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ რეგიონში დასუფთავების სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში შესრულება პირდაპირ კავშირშია ჩვენს რეგიონში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან და რეგიონის მიზიდულობის ზრდასთან. მადლობას გიხდით თანამშრომლობისა და დაფასებისათვის.
მადლობას ვუხდი კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტს გაწეული სამუშაოსთვის და ასევე კახეთში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ვინც სამოქალაქო პასუხისმგებლობით ეკიდება რეგიონში სისუფთავის დაცვას. „გასამმაგებული” ენერგიით გავაგრძელებთ ,,ბრძოლას” სუფთა რეგიონის ტიტულის შენარჩუნებისთვის” -განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.