ახალი ამბები

სოფელ ლაფანყურში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

ლოპოტა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, ნამახვანში ჰესის მშენებლობის საპროტესტოდ გასულ მოსახლეობას თანადგომას უცხადებენ.

ერთ- ერთი ადგილობრივის, ქეთევან ხორნაულის თქმით, რიონისა და ლოპოტას ხეობის მცველებს ერთი პრობლემა აერთიანებთ.

” ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს და ორივე ბრძოლა არის სამართლიანი. ეს არის ჩვენი მიწა- წყალი, რომლესაც ვიცავთ. ჩვენ ვუერთდებით რიონის მცველების სამართლიან პროტესტს და მივმართავთ ჩვენგან არჩეულ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მოსახლეობის აზრი”– განაცხადა ხორნაულმა.

ლოპოტას ხეობაში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად, კარავი სოფელ ლაფანყურთან, 22 მარტიდან დგას. ხეობაში 6 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობისათვის, კომპანია “ლოპოტა- ართანამ” ნებართვა 2018 წელს მიიღო, თუმცა ადგილობრივების პროტესტის გამო, მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.