ახალი ამბები

ლაგოდეხში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის შემთხვევები დაფიქსირდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების უმრავლესობა ეგრეთწოდებული ბრიტანული შტამია.

ცენტრის დირექტორის მოადგილის, გია გოზალიშვილის განმარტებით, ახალი შტამი სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა, რაც ლაგოდეხის შემთხვევებმაც დაადასტურა.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ქალაქ ლაგოდეხში და სამ სოფელში- მაწიმში, შრომასა და კავშირში მოსახლეობის გაფართოებული კვლევის დაიწყება იგეგმება. ლაგოდეხში ძირითადად ორი, ეკლესიის და სკოლის კლასტერებია. ინფიცირებულია რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მრევლი, ასევე პედაგოგები. ამ ეტაპზე ინფიცირებულთა რაოდენობამ 70- ს მიაღწია. მოსახლეობაც გააქტიურდა და გვაკითხავს”- განაცხადა გოზალიშვილმა.

დღევანელი მდგომარეობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა ორი სკოლა, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ლაგოდეხის საკრებულოც, სადაც კოვიდ 19 5თანამშრომელს დაუდასტურდა. ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში კი, უკვე 35 პაციენტი მკურნალობს. კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდა ლაგოდეხში, 8 აპრილიდან დაიწყო.