ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თელავში მოსახლეობას ხვდებიან
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რეგიონებში გასვლითი შეხვედრები კახეთიდან დაიწყეს.
ამ წუთებში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თელავში მოსახლეობას ხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.
,,15 მაისი არის მნიშვნელოვანი დღე. დღევანდელი ჩამოსვლის მიზანია, ყველა ადამიანამდე მივიტანოთ რას ნიშნავს 15 მაისის აქცია. ჩვენ, ყველა ოპოზიციური პარტია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია. ცვლილებები აუცილებელებელია და ამისთვის ბრძოლას ვიწყებთ”, – აცხადებს Knews.ge-სთან ენმ–ს კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი.
ოპოზიციური ლიდერების შეკრება ნაციონალური მოძრაობის ოფისში
ოპოზიცია 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია ოპოზიციურმა პარტიებმა 20 მარტს დააანონსეს და განაცხადეს, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.