სააღდგომოდ შესაძლოა სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიები დაწესდეს
სააღდგომოდ შესაძლოა სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიები დაწესდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძეს თქმით, თუ კლასტერები გამრავლდდება, წინასააღდგომოდ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიების გაუქმება კი არა პირიქით დამატებითი ღონისძიებების შემოტანა გახდება საჭირო.
“იმ შემთხვევაში, თუ დაიწყო შიდა გავრცელება, მაშინ რა თქმა უნდა, ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა, რაც ორმაგად დამთრგუნველია წინასააღდგომოდ თუ აღდგომის შემდგომ პერიოდში.
ხოლო თუ მოქალაქეები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს და ეპიდსიტუაცია დაახლოებით იგივე იქნება, როგორიც დღეს არის, შემთხვევათა რაოდენობა არ წავა სერიოზულ ნახტომისებურ ზრდაში მაშინ სააღდგომოდ სერიოზული შეზღუდვები საჭირო არ გახდება”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ