თელავში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
16 აპრილს, ქალაქ თელავში, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლები, უკრაინის რესპუბლიკის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.
აქციის ორგანიზატორია პოლიტიკური მოძრაობა „დროა“.
აქციის ორგანიზატორების განმარტებით, უკრაინა ფართომასშტაბიანი დაპირისპირების წინაშეა და საქართველოს მსგავსად, სამხედრო და ჰიბრიდული ომის სამიზნეა.
“რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინასა და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი დევნილად იქცა.
უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა და ნატომ. შევიკრიბოთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინას, რომელიც საქართველოს მსგავსად, რუსული სამხედრო და ჰიბრიდული ომის სამიზნეა” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.
სოლიდარობის აქცია, ვაჟა- ფშაველას სახელობის თელავის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.