თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზის პირას მდებარე მაღაზიას შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.