48 კაციანი კლასტერი- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავიურუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორინავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.
ვირუსის გავრცელება, სავარაუდოდ, ერთ- ერთი ეკლესიის მრევლის კლასტერს უკავშირდება. ვირუსი ოთხ ლოკაციაზე ქალაქ ლაგოდეხში და სოფლებში მაწიმში, შრომასა და კავშირშია დაფიქსირებული. ეპიდემიოლოგების მიერ 48 კაციანი კლასტერი გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ მიზეზით, ლაგოდეხში სწრაფი ანტიგენით, გაფართოვებული ტესტირება იგეგმება.
“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1 აპრილდან დღემდე 65 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ინფიცირებულია ორი სასულიერო პირი, ორი ჩვილი, ერთი ორსული და რამდენიმე პედაგოგი. ცხრა ინფიცირებული ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, ლაგოდეხში, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა ლაგოდეხის მესამე და სოფელ მაწიმის საჯარო სკოლები.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ვირუსის გავრცელების ყველა ლოკაციაზე ლაგოდეხში, მაწიმში, კავშირსა და შრომაში გაფართოებულ ტესტირება დაიწყება.