სოფელ ლამბალოდან დაკარგული 18 წლის გოგონა პოლიციამ მარნეულში იპოვა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან დაკარგული 18 წლის გოგონა პოლიციამ მარნეულში იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. ამ წუთებში, სამართალდამცავები ოჯახს, შვილთან კომუნიკაციაში ეხმარებიან. ნარმინ ისაევა, რომელიც მეზობელ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდაზე იყო დანიშნული, სახლიდან ორი დღის წინ ფარულად წავიდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ გათხოვდა.
მან მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა და მისწერა, რომ საკუთარ დანიშნულთან ვერ დარჩებოდა. ახლა ისაევას ყოფილი საქმრო ოჯახს საცოლისთვის შეძენილი ნივთებისა და თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.