სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო სიღნაღში ნახევარფაბრიკატების საწარმო დააჯარიმა
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, კრიტიკული შეუსაბამობებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის გამო სიღნაღში ერთ დაწესებულებას საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
მათ სოფელ საქობოში მოქმედ ნახევარფაბრიკატების საწარმოს სამუშაო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს. საწარმოო პროცესის აღდგენა შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ იქნება შესაძლებელი.