ლოპოტა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოლიდარობის აქციას გამართავენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ,,ლოპოტა ჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ გაშლილ კარავთან ხვალ სოლიდარობის აქცია გაიმართება.
აქცია მიზნად ისახავს ნამახვანში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობის მხარდაჭერას. აქციის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ნათია რაზიკაშვილის ინფორმაციით, სოფელ ლაფანყურში სოლიდარობის მსურველების მობილიზაციისათვის განცხადებები დაიბეჭდება.
“ყველა ვიკრიბებით და ნამახვანში მიმდინარე პროცესებს სოლიდარობას გამოვუცხადებთ. დაიბეჭდება განცხადებებიც და გამოკრული იქნება სოფლის უბნებში”- აცხადებს რაზიკაშვილი.
ლოპოტას ხეობაში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად კარავი სოფელ ლაფანყურთან 22 მარტიდან დგას. ხეობაში 6 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობისათვის, კომპანია “ლოპოტა- ართანამ” ნებართვა 2018 წელს მიიღო, თუმცა ადგილობრივების პროტესტის გამო, მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.