ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმის მიერ შექმნილ ონლაინ- კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი იზრდება
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმის მიერ შექმნილ ონლაინ- კლინიკაში, კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი იზრდება.
ონლაინ- კლინიკის დირექტორი, დეა ცაბუტაშვილი აცხადებს, რომ ბოლო დღე- ღამის განმავლობაში უკვე 25 პაციენტი მიიღეს. მისი განმარტებით, აპრილის თვის დასაწყისიდან, პაციენტების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
“3- 4 შემთხვევა გვქონდა- ხოლმე და ძალიან ადვილად ვმართავდით. აპრილის თვიდან მატება დაიწყო და გუშინ ღამით უკვე 25 პაციენტი დავარეგისტრირეთ. 5 უფროსი და 5 უმცროსი ექიმი გვყავს. ერთი ექიმი, საშუალოდ 15- 20 პაციენტს მართავს. სახლში მყოფი არცერთი პაციენტის დამძიმების შემთხვევა ჯერჯერობით არ გვქონია. თუ გართულდა რამე, მაშინვე ვაგზავნით სტაციონარში”- განაცხადა ცაბუტაშვილმა.
კლინიკა გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის ბაზაზე მუშაობს და დღევანდელი მდგომარეობით, კლინიკაში ბინაზე სამკურნალოდ დატოვებული, ორასამდე პაციენტი მკურნალობს. ონლაინ- კლინიკა სპეციალურად კოვიდ პაციენტების დისტანციურად მართვისათვის, ამერიკაში მცხოვრებმა თელაველმა ექიმმა, დავით მრელაშვილმა შექმნა. ონლაინ- რეჟიმში მოქმედი კლინიკა, ერთადერთია საქართველოში.