ამირან გამყრელიძე- მუნიზაციის საბჭო ბინაზე აცრის სერვისის შექმნაზე მსჯელობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი სერვისის შემუშავებაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების სახლიდან გაუსვლელად აცრა, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვთ.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, იმუნიზაციის საბჭო ამ საკითხზე უკვე მსჯელობს.
“იმუნიზაციის საბჭოზე იყო მსჯელობა, რომ მალე შევთავაზებთ ასეთ სერვისს, ამ ადამიანებს. ჩვენთან ძალიან აქტიურად მუშაობს მოხალისეთა ჯგუფები, წითელი ჯვარი და ასევე სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტების ჩართვაც უნდა მოხდეს. ამ ადამიანებს ადგილზე უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინა”, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.