როგორ დავძლიოთ სტრესული მდგომარეობა – ბლოგი
გარემო ნეგატიური ფაქტორები ადამიანის ცხოვრებაში დიდ გავლენას ახდენს. უამრავმა წვრილმანმაც კი შეიძლება ადამიანში დეპრესია და შიში გამოიწვიოს. სტრესულ მდგომარეობაზე ხშირად ზეგავლენას ახდენს მკვეთრი კლიმატური პირობებიც.
ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე უამრავი რამ მოქმედებს. გაზაფხული მზიანი პერიოდია და აქედან გამომდინარე მზის სხივები ითვლება ანტიდეპრესიული გავლენის მქონე გარე ფაქტორად. ამას გარდა, ბუნება იწყებს აყვავებას და ადამიანს ოპტიმისტური განწყობა ექმნება. დეპრესიას ხშირად პრობლემის მიმართ შინაგანი პასიურობა, ანუ კაპიტულანტური დამოკიდებულება იწვევს. დეპრესია არის უიმედობა, რაც იწვევს ფსიქო-ფიზიკური ძალის განვლევადობას.
ეს არის ხელჩაქნეული მდგომარეობა, სადაც აღარ არსებობს ხალისი და შინაგანი იმედი. ადამიანს რეალურად არ აქვს განცდა, რომ ყოველდღიურ ყოფაში გაუმკლავდება აქტუალურ პრობლემებს. ამიტომ მან უნდა შეძლოს საკუთარი განწყობის შველა. ასევე შეეწინააღმდეგოს საკუთარ თავს და დაძლიოს უიმედობა, სტრესი. დაკავდეს რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტი დადებითი საქმით. ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი ასევე არის კვება, რომელიც ძალიან კარგ ანტიდეპრესანტად არის მოხსენიებული. ყველა ის საკვები, რომელიც ადამიანს უყვარს და მას სიამოვნებას ანიჭებს იწვევს თავის ტვინის ჰორმონების აქტივაციას და მას სიამოვნების ჰორმონსაც უწოდებენ.
სტრესული მდგომარეობის დაძლევა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. პირველ რიგში ადამიანს ესაჭიროება საკუთარი თავის თვითდაკვირვება. იგი უნდა იყოს ყურადღების ფოკუსში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ რა გვეფიქრება, რას ვგრძნობთ, რა ფიზიკური შეგრძნებები გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად აქვს ადამიანს განვითარებული ეს ფიზიკური შეგრძნებები.
ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ დაეხმაროს ადამიანს ეს კონტაქტი აღდგეს და განვითარდეს. როდესაც ადამიანი ახდენს საკუთარი თავის ობიექტივიზაციას, ის აცნობიერებს, ხვდება და აღიქვამს რა აწუხებს. რა აზრებია მისთვის გარკვეული ღელვის და წუხილის მომტანი. არსებობს სქემა: ადამიანს აქვს აზრი, რომელიც გარკვეული შინაარსობრივი დატვირთვის მქონეა. აზრს აქვს ემოციური მუხტი – პოზიტიური ან ნეგატიური.
შემდგომში რაც უფრო ძლიერია ეს ემოციოური ფონი ეს უკვე აისახება სხეულებრივად. როცა ადამიანი ახდენს ამის აღქმას და გაცნობიერებას, მაშინ ის უმკლავდებს სტრესს, აცნობიერებს რა პრობლემა დგას მის წინაშე. იწყებს პრობლემის გააზრებას და დამოკიდებულების გამომუშავებას. შეიძლება მყისიერად ვერ ხერხდება ამის დაძლევა, მაგრამ კარგად იაზრებს და ერთ ფოკუსში აქცევს თავის შესაძლებლობებს და რესურსებს. ადგენს სტრატეგიას, თუ როგორ დაიძლევა ესა თუ ის პრობლემა. ადამიანი მოწოდებულია, იმისთვის, რომ ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი და სასრგებლო საქმე აკეთოს. ადამიანი არის შემოქმედებითი ნატურის და ბუნების მქონე. შემოქმედებაში მხოლოდ ხელოვნება არ იგულისხმება. ეს არის ქმნა რაღაც მნიშვნელოვანის, რაღაც ფასულის და ეს არის ძალიან ინდივიდუალური.
თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს შინაგანი ათვლა, ფასეულობათა სისტემა, რომლის მიხდვითაც ვცხოვრობთ. ჩვენი პროფესიული ათვლაც ამ ფასეულობათა სისტემაშია მოქცეული. თუ ადამიანი ვერ ახერხებს თვითრეალიზაციას, რაც გულისხმობს აქტივობას რომელიც მისთვის არის სასიამოვნო, მნიშვნელოვანი და ღირებულების მქონე. ანუ მნიშვნელოვანია ის დაკავდეს, აღმოაჩინოს (თუ არ აქვს ნაპოვნი) საყვარელი საქმე. მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი- ხეზე ჭრიდან დაწყებული, დამთავრებული ფეხსაცმლის შეკეთებით. აუცილებელია თითოეული ჩვენგანი ვისწრაფოდეთ ვაკეთოთ სასრგებლო საქმეს.
ეს სარგებლობის ცნება ჩვენში არის ინდივიდუალური. ფსიქოთერაპია არის,- ადამიანმა იპოვოს უკეთესი, უნიკალური გამოსავალი. მან თვითონ მოძებნოს პრობლემის გადაჭრის გზა. სხვაზე ზრუნვა, იმის განცდა, რომ შენ ხარ საჭირო, შენ ხარ მნიშვნელოვანი და შენ აკეთებ სიკეთეს. ეს იმდენად სასიამოვნო განცდების მომტანია, რომ ადამიანს ძალიან უმაღლებს თვითშეფასებას.
მარიამ ოქროცვარიძე