ივანე ჩხაიძე – ისევ მაღალი რჩება კორონავირუსის გავრცელება
ისევ მაღალი რჩება კორონავირუსის გავრცელება, თუმცა არა ისეთი, როგორც გასულ 2 კვირას იყო. განახევრდა მისი ხვედრითი წილი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, ერთ თვეზე მეტია გრიპის ვირუსი არ დადასტურებულა.
“ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ისევ მაღალი რჩება კორონავირუსის გავრცელება, თუმცა არა ისეთი, როგორც გასულ 2 კვირას იყო. მაშინ, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან 50%-ზე მეტი იყო მისი გავრცელება, ახლა, 52%-დან თითქმის განახევრდა მისი ხვედრითი წილი. თვეზე მეტია გრიპის ვირუსი არ დადასტურებულა, ახლა, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში კორონავირუსი და რინოვირუსია ყველაზე მეტად გავრცელებული.
მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსი, ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, ყველა მიეკუთვნება მსუბუქი მიმდინარეობის დაავადებების გამომწვევ ვირუსებს. არ იწვევენ მძიმე შემთხვევებს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდას. მათი ზოგადი შეფასება არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე რესპირაციული დაავადება. პედიატრიულ საავადმყოფოებში პაციენტების ნაკადით არ მომატებული, სტანდარტული მდგომარეობაა“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ