ახალი ამბები

გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რა დროსაც “ოპელის” მარკის ავტომობილი გადაბრუნდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა.

ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი და 25 წლამდე კაცი. დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.