ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

კახეთის რეგიონში არსებულ სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობაზე დისკუსია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილული იქნა კახეთის რეგიონში არსებული სოციალურ – ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ვითარება, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და ის გამოწვევები, რაც ცენტრალურ დონეზე საჭიროებს მოგვარებას.

„შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონში არსებული სოციალურ – ეკონომიკური და ასევე, ინფრასტრუქტურული მდგომარეობა. ბევრი რამ არის გაკეთებული, როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროში. თუმცა, არსებობს პრობლემატიკა, შეფერხებები, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია მსოფლიო პანდემიით. შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული პრიორიტეტები, რომელსაც განვიხილავთ ცენტრალურ დონეზე და იმედი მაქვს, რომ მოხდება მათი დადებითად გადაწყვეტა“- აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი კახეთის რეგიონის მსგავსად, სამუშაო შეხვედრებს ყველა რეგიონში გამართავს.