თელავი-ყვარლის გზაზე ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც 5- ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში მოათავსა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.