ყვარელში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ყვარელში ორი საათის ინტერვალით, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად სხეულის არეში მძიმე დაზიანებებით 56 წლის კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოხვდა. ის მართვით სუნთქვაზეა.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, ავარიის დროს ახალგაზრდა კაცს ელენთა გაუსკდა, რის გამოც მას ახლა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ყვარელიდან თელავში ქირურგიული ოპერაციისთვის გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე და უამინდობა გახდა. ორივე შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.