ახმეტაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და მიცვალებული სასახლესთან ერთად დაიწვა
ახმეტაში გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ადამიანის ცხედარი სასახლესთან ერთად ნაწილობრივ დაიწვა, რომელიც მეორე სართულზე იყო დასვენებული.
შემთხვევა წუხელ, ე.წ უტას დასახლებებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, მიცვალებულთან ანთებული სანთლიდან გაჩნდა, რომელიც სახლის ნაწილს მოედო.
ხანძრის შედეგად დამწვარია სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო- სამაშველო ბრიგადა.