საგარეჯოში 80 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
საგარეჯოს მუნიციპლიტეტის სოფელ ნინოწმინდაში 80 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
მამაკაცის ცხედარი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნათესავებმა ნახეს. ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, მათ სამართალდამცავებს მიმართეს.
ახლობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხობს.
რა გახდა გარდაცვალების რეალური მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.