სიღნაღში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, 5 ადამიანი კი დაშავდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა და ხუთი მგზავრი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, წნორი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, ერთმენეთს მერსედესისა და ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომობილები შეჯახნენ.
თვითმხილველების თქმით, ადგილზე გარდაიცვალა სოფელ საქობოში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი.
დაშავებული მგზავრები კი, წნორის არქიმედეს კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სუახლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.