10 აპრილი საქართველოში გლოვის დღეა
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის კახეშის რეგიონშიც საქართველოს სახელმწიფო დროშები 11 აპრილის 00:00 საათამდე დაშვებული იქნება. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.
ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, სამივე მათგანი დაიღუპა.