ხელოვან ქალთა ციფრულ გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყო



  ფონდი არტკავკასუსისა და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა პირველ „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეულს“, რომელიც მომავალში ყოველწლიურ და საერთაშორისო სახეს მიიღებს.

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალების პოპულარიზაციას.  ციფრული ღონისძიება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ევროპული კურსისა და გენდერული ჭრილის გათვალისწინებით და ეხმიანება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტს. პროექტი დაეხმარება ქალებს, რომლებიც  უმძიმეს სოციალურ რეალობაში ხელოვნებასთან მეგობრობენ და ხელოვნებაში ცხოვრებით ცდილობენ გადარჩენას. 

      „მოგეხსენებათ, მსოფლიო  და, მათ შორის, ჩვენი ქვეყანა ჩაბმულია უხილავ მტერთან ომში, როგორცაა პანდემია. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია უსაფრთხო ღონისძიების შეთავაზება ხელოვნების დარგის სტიმულირებისათვის. პროქტის  ფარგლებში გაიმართება ყველაზე ფართომასშტაბიანი  მხატვარ ქალთა ციფრული გამოფენა და შეიქმნება პირველი ციფრული თანამედროვე ქალი მხატვრების ორენოვანი 2021 წლის კატალოგი. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი პროფესიონალი მხატვარი ქალი და ასევე 100 მოყვარული ხელოვანი, რომელთაგან ბევრის  შემოქმედება კარგადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.“ – აცხადებს პროექტის დირექტორი ნათია მეფარიშვილი.

„ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეულში“  მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია  უნდა გაიარონ ვებ გვერდზე 2021 წლის 30 აპრილამდე. პროექტში მონაწილეობა უფასოა! გამოფენა – კვირეულის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა მონაცემები რჩება პროექტის მონაცემთა ბაზაში, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს მუდმივად ჩართული იყვნენ პროფესიულ ქსელში.

2021 წლის 27 მაისიდან 2 ივნისამდე, ერთი კვირის მანძილზე, ხელოვნების მოყვარულებსა და   პროფესიონალებს საშუალება ეძლევათ საიტზე  www.weekofart.com  დაათვალიერონ მხატვარი   ქალების  ნამუშევრები „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა-კვირეულის“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერები არიან თბილისი მერია და ევროკავშირის პროგრამა შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი.